weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზუგდიდის მერმა შაბათი ინტელექტის დღედ გამოაცხადა

21:19 პარასკევი, 13 სექტემბერი 2019

ზუგდიდის მუნიციპალტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ შაბათი ინტელექტის დღედ გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, ხვალ, 13 სექტემბერს, ინტელექტუალური თამაში „თამაში რა? სად? როდის?“ ჩატარდება. თამაში 18:00 საათზე, დადიანების სასახლეთა ეზოში გაიმართება და დასწრება ყველა მსურველს შეეძლება.

გიორგი შენგელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერად 2019 წლის 19 მაისის გამართულ მერის რიგგარეშე არჩევნებზე აირჩიეს. ის „ქართული ოცნების“ კანდიდატი იყო და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, სანდრა რულოვსს მოუგო.

გიორგი შენგლია 2018 წლის ნოემბრიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის თანამდებობას იკავებდა. მანამდე ის „თიბისი ბანკის“ ადგილობრივი ფილიალის მმართველი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]