weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლაფანყურში ავარიას 32 წლის კაცი ემსხვერპლა

09:56 შაბათი, 14 სექტემბერი 2019

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში მომხდარ ავარიას 32 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. იგი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ექიმის ინფორცმაიით, დაშავებული კომატოზურ მდგომრეობაში იმყოფებოდა და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობები აღენიშნებოდა.

ავარიის შედეგად დაშავდა კიდევ ერთი მამაკაცი. როგორც „რეგინფოს“ ლაფანყურის ადმინისტრაციულ ერთეულში თელავის მერის წარმომადგენელმა მორის პარკინაშვილმა განუცხადა, დაშავებული ამჟამად თელავის საავადმყოფოში იმყოფება.

„გარდაცვლილი მძღოლი იყო. მგზავრი კი დაშავებულია. გვითხრეს, რომ მისი მდგომარეობა მძიმე არ არის. ისინი ადგილობრივები არ არიან, სტუმრად იმყოფებოდნენ და როგორც ჩანს უკან ბრუნდებოდნენ“, - აღნიშნა მორის პარკინაშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში ავტოსაგზაო შემთხვევა 13 სექტემბერს, საღამოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, „ოპელის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სამაშველო სამსახური.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]