კერძოდ, ბოლო 5 დღის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების, დანიშნულებისა და მასშტაბის რამდენიმე წვრთნა და სწავლება ჩატარდა და დაიწყო. ღონისძიებები ნაგვალოუს, წბელდასა და გუდაუთას პოლიგონებზე იმართება.
მხოლოდ 13 სექტმებერს აფხაზეთის რუსულ ბაზაზე სამი სწავლება გაიმართა. კერძოდ, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების ცეცხლის მართვის სწავლების ფარგლებში საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა პირობითი მოწინააღმდეგის 30 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. რუსულმა სადაზვერვო ქვედანაყოფებმა შავი ზღვის სანაპიროსა და მთიან მიდამოში ტაქტიკური სწავლება გაიარეს. ასევე, 2000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს სტრესის მიმართ მდგრადობაზე, წინაღმდეგობებისა და ბარიერების 300 მეტრიან „ბილიკზე“ ფსიქოლოგიური შემოწმება ჩაუტარეს.
მანამდე კი კავკასიონის მთებში ჯავშანტექნიკის განადგურებაში ივარჯიშეს ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების ოპერატორებმაც. მსროლელთა ქვედანაყოფი ქვეითთა რეაქტიული ტყვიამფრქვევების „შმელის“ სროლაში ავარჯიშეს ასევე მთიოან მიდამოში. მზვერავებს კი ერთთვიანი შეკრება დაეწყოთ.
9 სექტემბერს ასევე ერთთვიანი სწავლება დაიწყო არტილერისტებისთვის, რომელშიც 500 სამხედრო მოსამსახურე და 100 ერთეული სამხედრო ტექნიკაა ჩართული.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აფხაზეთის რუსულ ბაზაზე წვრთნებისა და სწავლებების შესახებ ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია.