ორსართულიანი ხის სახლი მთლიანადაა დამწვარი. ხანძარი დაახლოებით გვიან ღამით გაჩნდა.
დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, მეხანძრეები დროულად გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, თუმცა, მათი მისვლის მომენტისთვის სახლი მთლიანად დამწვარი იყო. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის გამომწვევ მიზეზებს დე ფაქტო სამინისტროს სპელიასტები იკვლევენ.