weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

იერუსალიმთან მეხუთე საუკუნის მონასტერში ქართულ კვალს სპეციალისტები შეისწავლიან

14:05 შაბათი, 14 სექტემბერი 2019
ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

იერუსალიმის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბირ-ელ-ყუტის მონასტერში საქართველოს ისტორიულ კვალს ქართულ-პოლონურ-ებრაული სამეცნიერო ჯგუფები ერთობლივად შეისწავლიან. ამის შესახებ „რეგინფოს“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

სააგენტოს ინფორმაციით, მხარეთა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც სამუშაოები წარიმართება, დღეს გეგუთის სასახლის არქიტექტურული კომპლექსის ტერიტორიაზე გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ და ისრაელის არქეოლოგიური ლიცენზირების დეპარტამენტის დირექტორმა პროფესორმა ჯონ სელინგმანმა მოაწერეს.

იერუსალიმთან ახლოს არსებულ ბირ-ელ-ყუტის მონასტერში საქართველოს ისტორიულ-რელიგიური კვალის შესწავლას სამეცნიერო ჯგუფები მიმდინარე წლიდან განახორციელებენ. ისრაელში ქართული საისტორიო კერების კვლევის შესაძლებლობებზე შეთანხმებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დელეგაციამ ისრაელში მიმდინარე წლის თებერვალში ვიზიტისას ისრაელის სიძველეთა დეპარტამენტთან და ფრანცისკანულ ეკლესიასთან მოლაპარაკებების შედეგად მიაღწია.    

ისრაელში ერთობლივად განსახორციელებელ პროექტთან ერთად ხელმოწერილი დოკუმენტი პარტნიორული ურთიერთობების სხვა მიმართულებებსაც მოიცავს, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და ისრაელის სიძველეთა დეპარტამენტის მიერ ერთობლივად განისაზღვრება.   

ამასთან, სააგენტო ინფორმაციით, 3 დღიანი სამუშაო ვიზიტით ისრაელის სიძველეთა დეპარტამენტი  სრული შემადგენლობით (50 სპეციალისტი და აღმასრულებელი პირები) საქართველოში არსებულ არქეოლოგიურ ობიექტებს, უძრავ ძეგლებს და ებრაულ მემკვიდრეობას ეცნობა.

იერუსალიმში V საუკუნის ქართული მონასტერი ბირ-ელ-ყუტი ბეთლემის მახლობლად, ბირ ელ-ყუტის მიდამოებში, ხირბეთ სიიარ ალ-ღანამის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. პეტრე იბერის მიერ ის დაახლოებით 444 წელსაა აგებული. მონასტერი ქართული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა იყო ქვეყნის საზღვრებს გარეთ. გარდა პეტრე იბერისა, აქ მოღვაწეობდნენ იოანე ლაზი და სირია-პალესტინაში მყოფი სხვა ქართველი ბერები. მონასტის ნანგრევები 1952 წელს აღმოაჩინა იტალიელმა არქეოლოგმა ვირჯილიო კორბომ. სწორედ მაშინ გამოვლინდა მოზაიკით შესრულებული ქართული ასომთავრული უადრესი წარწერები (430წ), რომლებიც ამჟამად ფრანცისკანელთა მუზეუმში ინახება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]