weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

აქ მოვიყვან ყველა უცხოელ სტუმარს - პრეზიდენტი ჯიღაურას საცდელ ბაზაზე

14:30 შაბათი, 14 სექტემბერი 2019
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

„ამ ცენტრში მოვიყვან ყველა უცხოელ სტუმარს, რათა ნახონ რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონტრაციო ბაზას სტუმრობისას განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტმა ბაზაზე გაშენებული ვაზის საკოლექციო ნაკვეთი დაათვალიერა. ადმინისტრაციის ინფორმცაიით, 80 ჰექტარზე გაშენებული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ექსპერიმენტალურ ბაზაზე განთავსებულია მეხილეობისა და მევენახეობის მიმართულების საკოლექციო ნაკვეთები. ეს არის საქართველოში ერთადერთი ადგილი სადაც 450 ქართული ადგილობრივი ვაზის ჯიში და 350 საზღვარგარეთიდან ჩამოტანილი სახეობებია გაშენებული.

სალომე ზურაბიშვილმა ვირუსოლოგიის ლაბორატორიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. პრეზიდენტმა ცენტრის ფუნქციონირებას უმნიშვნელოვანესი უწოდა და აღნიშნა, რომ მას უდიდესი წვლილი შეაქვს ქვეყნის სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებაში.

„ცენტრის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობისა და ვაზის კულტურის განვითარებისათვის. როცა ქვეყანას ვაზის უძველესი 500-ზე მეტი ენდემური ჯიში გააჩნია და მისი უმეტესობა აღდგენილია, ეს უდიდესი სიმდიდრე და მეღვინეობის განვითარების უდიდესი პოტენციალია. ამის შენარჩუნება და განვითარება ჩვენი ქვეყნის პოტენციალის განვითარება და გაძლიერებაა. ამ ცენტრში მოვიყვან ყველა უცხოელ სტუმარს, რათა ნახონ რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტს კვლევით ბაზაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის სამსახურის უფროსმა ზურაბ ხიდაშელმა უმასპინძლეს.

ცენტრში ტარდება სელექციური სამუშაოები, მეღვინეობის ბაზაზე კი მეღვინეები 100-150 სხვადასხვა ჯიშებისგან ღვინოებს ამზადებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]