weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დაცულ ტერიტორიებს 17%-ით მეტი უცხოელი ვიზიტორი ესტუმრა

18:32 შაბათი, 14 სექტემბერი 2019

დაცულ ტერიტორიებს გასულ წელთან შედარებით წელს 17%-ით მეტი უცხოელი ვიზიტორი ესტუმრა. მონაცემებს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქვეყნებს.

სააგენტო აღნიშნავს, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცულ ტერიტორიებზე მიუხედავად ქვეყანაში ტურიზმის სექტორში შექმნილი პრობლემისა, შენარჩუნებულია ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის პოზიტიური ტენდენცია. კერძოდ, 2019 წლის 8 თვის მონაცემებით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8%-ით გაიზარდა და 889 321 შეადგინა. ტერიტორიებს თანაბარი რაოდენობის ქართველი და უცხოელი ვიზიტორები ესტუმრნენ, უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა კი 17%-ით არის გაზრდილი.

წელს აგვისტოს ჩათვლით ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა მარტვილის კანიონს, ყაზბეგის ეროვნულ პარკს, პრომეთეს მღვიმეს, ოკაცეს კანიონის და თბილისის ეროვნულ პარკს.

რაც შეეხება ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებულ შემოსავლებს, სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის 8 თვის განმავლობაში ამ შემოსავალმა 7 836 484 ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 27%-ით მეტია. სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ  ბოლო წლებში ტერიტორიების განვითარებისთვის 20 მლნ ლარია დახარჯული. მიმდინარე წელს, ვიზიტორებისთვის ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლი გაიხსნა, სადაც ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო და ვიზიტორთა ცენტრი აშენდა. ჩანჩქერი ვიზიტორებს მაისის თვიდან მასპინძლობს და 4 თვეში მას 16 000 ადამიანი ესტუმრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]