საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინების მიღებისთანავე, დასახმარებლად გავიდა ფორდის მარკის სახანძრო-სამაშველო მანქანა, რომელმაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გადაწყვეტილებით, ავტომაგისტრალზე მორიგეობა ცოტა ხნის წინ დაიწყო.
შემთხვევის ადგილზე, ასევე, მუშაობდა შიდა ქართლის სახანძრო-სამაშველო განყოფილების 4 ჯგუფი. მეხანძრეების დროული რეაგირების შედეგად, უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით, მოხერხდა ცეცხლმოკიდებული მანქანის ჩაქრობა. შემთხვევის ადგილზე, 20 მეხანძრე-მაშველთან ერთად, მობილიზებულები იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.