როგორც „რეგინფოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მაშველების მისვლის მომენტისთვის მუშა უკვე გარდაცვლილი იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, სისხლის სამართლის საქმე 240-ე მუხლით არის აღძრული, რომელიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. მომხდარის მიზეზს და დეტალებს გამოძიება დაადგენს.