ჭავჭავაძის გამზირზე გარდაცვლილი მუშის ცხედარი მაშველებმა ამოიყვანეს. ცხედარს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პროზექტურაში გადაასვენებენ. მაშველების მისვლის მომენტისთვის მუშა უკვე გარდაცვლილი იყო.
წინასწარი ინფორმაციით, მუშა მიწისქვეშა სარეაბილიტაციო სამუშაოს ასრულებდა, რომელიც არ უკავშირდება ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, სისხლის სამართლის საქმე 240-ე მუხლით არის აღძრული. მომხდარის მიზეზს და დეტალებს გამოძიება დაადგენს.