weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ადგილზე სადაც მუშა დაიღუპა, კომპანია „ენ ეს გრუპი“ ილიაუნის დაკვეთით მუშაობდა

15:14 კვირა, 15 სექტემბერი 2019
ფოტო შემთხვევის ადგილიდან, რადიო თავისუფლება ფოტო შემთხვევის ადგილიდან, რადიო თავისუფლება

მუშა, რომელიც დღეს, 15 სექტემბერს ჭავჭავაძის გამზირზე დაიღუპა ილიას უნივერსიტეტის A კორპუსის ეზოს რეაბილიტაციაზე მუშაობდა. უნივერსიტეტის პრესსამსახურის წარმომადგენლის თქმით, ტენდერი საკანალიზაციო სისტემების გამოცვლას და მიწის საფარის მოსაწესრიგებლად აგვისტოში გამოაცხადეს.

ტენდერში კომპანია „ენ ეს გრუპმა“ გაიმარჯვა. ილიაუნი აცხადებს, რომ აქამდე ამ კომპანიასთან არ უთანამშრომლიათ. ამჟამად კომპანია სარეაბილიტაციო სამუშაოებს ორ ლოკაციაზე, A და E კორპუსში ატარებს.

დაღუპული მუშის ცხედარი უკვე პროზექტურაში გადაასვენეს. უბედური შემთხვევა დაახლოებით 13:00 საათზე მოხდა.

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ ინფორმაციით, კომპანიას არაერთი ტენდერი აქვს მოგებული. მისი მომსახურება სხვადასხვა დროს თბილისის მერიას, თბილისის რაიონების გამგეობებს, ყაზბეგის და სამტრედიის მუნიციპალიტეტებს აქვთ შესყიდული. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, კომპანიის დირექტორი და მფლობელი გიორგი პაპუაშვილია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]