თბილისი სატრანსპორტო კომპანიაში „რეგინფოს“ უთხრეს რომ მოქალაქე, რომელიც ლიანდაგებში ჩავარდა, მატარებლის ქვეშაც მოყვა. იგი ამჟმად ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცნობით, გადაყვანისას მისი მდგომარეობა მძიმე იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
თბილისის მეტრო ამჟამად ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს.