weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო

09:57 ორშაბათი, 16 სექტემბერი 2019

დღეს, 16 სექტემბერს, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 55 000-მდე პირველკლასელი იწყებს სწავლას. მათგან საჯარო სკოლებში 48 254, ხოლო კერძო სკოლებში 6 067 მოსწავლე დარეგისტრირდა.

საჯარო სკოლის ყველა პირველკლასელსა და კლასის დამრიგებლებს უფასოდ დაურიგდათ განახლებული სპეციფიკის „ბუქები“. გარდა ამისა, პირველკლასელებმა საჩუქრად იაკობ გოგებაშვილის განახლებული „დედა ენა“ მიიღეს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ხალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია მთელ საქართველოში, უპრეცედენტო მასშტაბით, 700-მდე სკოლაში განხორციელდა. სამუშაოების დაუსრულებლობის გამო, სწავლის დაწყება 19 საჯარო სკოლაში გადაიდო. სასწავლო პროცესი ნაწილში 30 სექტემბერს, ნაწილში კი 23 სექტემბერს განახლდება.

სწავლა გადაიდო შემდეგ სკოლებში: თბილისის N122 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს), თბილისის N130 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს), თბილისის N45 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს), თბილისის N60 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს), თბილისის N149 საჯარო სკოლაში(განახლდება 30 სექტემბერს), თბილისის N177 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს), თბილისის N191 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს), თბილისის N208 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს), ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის N23 საჯარო სკოლაში (განახლდება 23 სექტემბერს), ალექსანდრე ცინცაძის სახელობის თბილისის N150 საჯარო სკოლაში (განახლდება 23 სექტემბერს), ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N2 საჯარო სკოლაში (განახლდება 23 სექტემბერს), ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძმუისის საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს), სეიდ გვარიშვილის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას საჯარო სკოლა (განახლდება 30 სექტემბერს), გორის #4 საჯარო სკოლა (განახლდება 30 სექტემბერს), ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლა (განახლდება 23 სექტემბერს), გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის საჯარო სკოლა (განახლდება 30 სექტემბერს), დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლა (განახლდება 23 სექტემბერს), დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლა (განახლდება 23 სექტემბერს), ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხის საჯარო სკოლა (განახლდება 23 სექტემბერს).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]