მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ილია მეორემ გიორგი გახარიას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და დალოცა. 12 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა პრემიერ-მინისტრისადმი მილოცვა წერილობითაც გაავრცელა.
„სამწუხაროდ, ამ ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა მოსახლეობის ყოფითი პრობლემების დაძლევა, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეროვნული ფასეულობების წინ წამოწევა, ერის გამთლიანება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენს მეტად რთულ დროში თქვენი და საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება აღნიშნული მეტად მნიშვნელოვანი პრობლემების დასაძლევად. უფალი შეგეწიოთ თქვენს ყველა ღვთისსათნო საქმეში“,- ნათქვამია მილოცვაში.
98 დეპუტატის მხარდაჭერით საქართველოს პარლამენტმა გიორგი გახარიას და მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა 8 სექტემბერს გამოუცხადა.