weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

ეს აქცია მავნებლურია - გია ვოლსკი „პატრიოტთა ალიანსის“ აქციაზე აშშ-ის საელჩოსთან

11:38 ორშაბათი, 16 სექტემბერი 2019

უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან გამართული აქცია, თავისი შინაარსით მავნებლურია. ვოლსკის თქმით, არ შეიძლება „ვინმე კრამერის“ საქციელი აშშ-სთან გაიგივდეს.

„მე ვფიქრობ რომ ეს აქციაც გარკვეულ პოლიტიკურ მიზანზეა ორიენტირებული, თავისი შინაარსით არის მავნებლური, ვინაიდან არ შეიძლება ვინმე კრამერის საქციელი, აბსოლუტურად შეუსაბამო საქციელი, დაუკავშირო ამერიკის შეერთებულ შტატებს. ამის მინიშნება აშკარად იგრძნობოდა გუშინ. ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი მთავარი პარტნიორი ქვეყანა და არანაირად არ არის დაკავშირებული კრამერის თუ ამ ფორუმში მონაწილე სხვათა საქციელზე ან განცხადებებზე. მცდელობა იმისა, რომ აშშ გაიგივებული იყოს უკმეხ საქციელთან ქართველების და საქართველოს მიმართ, ამის მცდელობა აშკარად იყო“,- განაცხადა ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

„პატრიოტთა ალიანსმა“ საპროტესტო აქცია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შენობასთან გუშინ, 15 სექტემბერს გამართა. პარტიის გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა შეკრებილებს მიმართა, რომ მისი მთავარი სათქმელი ამ აქციაზე და ყველა სხვა ტრიბუნაზე არის ის, რომ „ბოკერია და სააკაშვილი მწამებლები არიან“, ხოლო ამერიკის ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტოს მათი მხარდაჭერა.

„პატრიოტთა ალიანსმა“ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქციის ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 10 სექტემბერს, იგი თბილისში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე ხმაურით მივიდა და სიტყვა მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო. კონფერენციაზე ირმა ინაშვილი მიწვეული არ ყოფილა, როგორც თავად თქვა, სურდა პასუხი გაეცა იმ განცხადებებზე, რაც „პატრიოტთა ალიანსის“ შესახებ კონფერენციაზე გაკეთდა. გიგა ბოკერიამ კონფერენციის პირველ დღეს მის გამოსვლაში „პატრიოტთა ალიანსს“ პრორუსული პარტია უწოდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დევიდ კრამერმა ინაშვილს და მედიას შენობის დატოვება მოსთხოვა. საბოლოო ჯამში, ირმა ინაშვილს კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მისცეს. იმის გამო, რომ მას საუბარი გაუგრძელდა, დევიდ კრამერმა უთხრა, რომ მეტ დროს ვეღარ მისცემდა. ამის გამო, ირმა ინაშვილმა ამერიკელ დიპლომატს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]