შემთხვევა 15 სექტემბრის საღამოს მოხდა. ახალგაზრდა კაცი ლიანდაგებიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ამოყვანეს. გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იგი ინგოროყვას კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს.