weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ასპინძაში 30 წლის კაცი ყირიმ–კონგოს ცხელებით დაიღუპა

18:51 ორშაბათი, 16 სექტემბერი 2019

ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელების შედეგად ასპინძის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელი გარდაიცვალა. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, 30 წლის კაცი ფერმერი იყო და სავარაუდოდ, დაავადება საქონლისგან, ყირიმ–კონგოს ტკიპის მეშვეობით გადაედო.

როგორც ასპინძის ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, ყირიმ–კონგოს სიმპტომების შემდეგ, კაცმა ჯერ ახალციხის „იმედის“ კლინიკას მიმართა, საიდანაც, სავარაუდო დიაგნოზით, თბლისში ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. რამდენიმე დღიანი მკურნალობის შემდეგ პაციენტი 13 სექტემბერს გარდაიცვალა.

ასპინძის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მზია პაპაშვილის თქმით, გარდაცვლილის ოჯახის წევრები და სამედიცინო პერსონალი დაკვირვების ქვეშ არიან.

„სამხრეთის კარიბჭის“ ცნობით, სამცხე-ჯავახეთი, ყირიმ-კონგოს გავრცელების მხრივ, ერთ-ერთი სახიფათო ზონაა. ასპინძის ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ მიმდინარე წელს ეს დაავადების ადამიანებში გამოვლენის პირველი შემთხვევაა, რომელიც სიკვდილით დასრულდა. გასულ წელს კი ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ყველა მათგანზე დროული მკურნალობა ჩატარდა. დაავადების შედეგად 2017 წელს ერთი ადამიანი დაიღუპა.

ყირიმ-კონგოს ვირუსისთვის დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, ადამიანის კანზე, კანქვეშ და ნაკბენის მიდამოებში ჩნდება სისხლჩაქცევები და ვითარდება სისხლდენა შინაგანი ორგანოებიდან. ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადადების შემთხვევები ფიქსირდება, დაავადებულის სისხლთან, გამონაყოფებთან, ორგანოებთან მჭიდრო კავშირისას.

დაავადების მაღალი რისკის ქვეშ ძირითადად ფერმერები, მწყემსები და ვეტერინარები არიან; ასევე პირები, რომლებიც ახლო კონტაქტში არიან ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით დაავადებულ ადამიანებთან. ადამიანებში დაავადება ვლინდება დაავადებულ ტკიპასთან კონტაქტის შემდგომ 1-9 დღეში (კბენა, გაჭყლეტილ ტკიპასთან შეხება), ასევე დაინფიცირებულ სისხლთან ან ქსოვილთან კონტაქტის შედეგად 3-14 დღეში (ცხოველის დაკვლის დროს). დაავადების შემთხვევები, ძირითადად, აღინიშნება გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე, რადგან ამ პერიოდში აქტიურდებიან დაავადების გადამტანი ტკიპები.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]