„ქუთაისი პოსტის“ ინფორმაციით, დედა მისი 2 და 4 წლის შვილები სოფელ ილემიდან იყვნენ. ისინი ბინაში საცხოვრებლად ორი კვირის წინ გადავიდნენ.
„ორი დღე რომ არ გამოჩნდნენ, გოგონას ბიძაშვილები მოვიდნენ. კარი რომ არავინ გაუღო, ფანჯრიდან შესულან და ასეთი საშინელი მდგომარეობა დახვდათ. გადამხობილი იყო შვილებზე. წყლის გამათბობელი ჰქონდათ სახლში. გაუმართავი იყო თუ არა, არვიცით. შეიძლება წუხელ დარჩა მოშვებული და დილით რომ ჩაირთო, მაშინ მოხდა ეს ამბავი“, – უთხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ჟურნალისტებს.
ადგილზე საპატრულო პოლიცია და „სოკარ გაზის“ თანამშრომლები იმყოფებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.