weather cur horoscope tv
ოქტომბერი 15, 2019

რუსეთის პატრიარქმა კირილმა ხაჯიმბას „აფხაზეთის პრეზიდენტად“ არჩევა მიულოცა

10:50 სამშაბათი, 17 სექტემბერი 2019 hits 609
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პარტიარქმა კირილმა რაულ ხაჯიმბას „აფხაზეთის პრეზიდენტად“ არჩევა მიულოცა. მილოცვის ტექსტს სააგენტო „აპსნიპრესი“ ავრცელებს.

რუსეთის პატრიარქი აღნიშნავს, რომ „აფხაზეთის მოქალაქეები“ ხაჯიმბას უკავშირებენ ცხოვრების დონის გაუმჯობესების, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში პოზიტიური ცვლილებების, მდიდარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების იმედებს.

„იმედი მაქვს, მომავალ საქმიანობაშიც მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობთ ქრისტიანული ტრადიციების დაცვას, თანამედროვეთა სულიერ-მორალურ და პატრიოტულ აღზრდას, საზოგადოებაში კონსოლიდაციისა და თანხმობის გამყარებას. გისურვებთ ჯანმრთელობას, ღვთის უხვ წყალობას და წარმატებებს მუშაობაში, აფხაზეთის ხალხს კი კეთილდღეობას და მშვიდობას“, - წერია პატრიარქ კირილის მილოცვაში.

აღსანიშნავია, რომ პატრიარქი კირილი აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის პოსტზე მათი ყოფნისას შეხვდა სერგეი ბაღაფშს (2010 წელს), ალექსანდრე ანქვაბს (2013 წელს) და რაულ ხაჯიმბას (2014 წელს).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]