რუსეთის პატრიარქი აღნიშნავს, რომ „აფხაზეთის მოქალაქეები“ ხაჯიმბას უკავშირებენ ცხოვრების დონის გაუმჯობესების, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში პოზიტიური ცვლილებების, მდიდარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების იმედებს.
„იმედი მაქვს, მომავალ საქმიანობაშიც მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობთ ქრისტიანული ტრადიციების დაცვას, თანამედროვეთა სულიერ-მორალურ და პატრიოტულ აღზრდას, საზოგადოებაში კონსოლიდაციისა და თანხმობის გამყარებას. გისურვებთ ჯანმრთელობას, ღვთის უხვ წყალობას და წარმატებებს მუშაობაში, აფხაზეთის ხალხს კი კეთილდღეობას და მშვიდობას“, - წერია პატრიარქ კირილის მილოცვაში.
აღსანიშნავია, რომ პატრიარქი კირილი აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის პოსტზე მათი ყოფნისას შეხვდა სერგეი ბაღაფშს (2010 წელს), ალექსანდრე ანქვაბს (2013 წელს) და რაულ ხაჯიმბას (2014 წელს).