weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია - NDI

12:12 სამშაბათი, 17 სექტემბერი 2019

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების სამეული რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირდება.

საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 48% მიიჩნევს, რომ მთავარი საკითხი სამუშაო ადგილებია, 34% თვლის, რომ მისთვის და მისი ოჯახისთვის ფასების ზრდა და ინფლაცია წარმოადგენს მნიშვნელოვან საკითხს. გამოკითხულთა 33% თვლის, რომ სიღარიბეა ყველაზე მნიშვნელოვანი.

ეკონომიკური საკითხების შემდეგ, ქვეყნის მოსახლეობისთვის პრიორიტეტული ტერიტორიული მთლიანობაა (29%), მას მოსდევს პენსიები (22%) და ხელფასები (19%).  

NDI-მ და CRRC–საქართველომ 2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარმოადგინეს. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი 1.7%-ია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]