weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კვლევის თანახმად, 61% ამბობს რომ უმუშევარია

12:46 სამშაბათი, 17 სექტემბერი 2019

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 61% თავს დასაქმებულად არ თვლის, 38%-ს კი მიაჩნია რომ დასაქმებულია. „დასაქმებულში“ იგულისხმება ნახევარი ან სრული განაკვეთის თანამშრომელი, ოფიციალური ან არაოფიციალური თანამშრომელი, თვითდასაქმებული, მთავარია საქმიანობას ჰქონდეს შემოსავალი.

რაც შეეხება დასაქმების მაჩვენებელს დასახლებების მიხედვით, უმცირესობათა დასახლებებში გამოკითხულთა 78% მიიჩნევს რომ უმუშევარია, 16% ამბობს, რომ დასაქმებულია, 5%-მა კი – „არ იცის“. სოფელში გამოკითხულთა 68%-მა თქვა, რომ თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს. ეს მაჩვენებელი პატარა ქალაქებში 60%-ია, დიდ ქალაქებში 55%, ხოლო თბილისში - 50%.

გამოკითხულთა 61%, რომელიც თავს არ მიიჩნევს დასაქმებულად, უმუშევრობის მიზეზებად ასახელებს: ჯანმრთელობის მდგომარეობა (22%), სხვა მოვალეობები (19%), „პირადი კავშირების გარეშე ვერ ვპულობ სამსახურს“ (17%), „სამუშაოს ვერ ვპოულობ ასაკის გამო“ (12%), „ვერ ვპოულობ სამუშაოს, რომელიც ჩემს უნარებსა და განათლებას შეესაბამება“ (9%), „არ მინდა მუშაობა (7%), „არ მაქვს საჭირო უნარები და განათლება“ (5%), „არ მაქვს მუშაობის ფინანსური საჭიროება“ (2%) და ა.შ.

NDI-მ და CRRC–საქართველომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი დღეს წარმოადგინეს. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი 1.7%-ია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]