weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გამოკითხულთა 88%-ს დანაზოგი არ აქვს - NDI

13:29 სამშაბათი, 17 სექტემბერი 2019

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 88%-ს ან მის ოჯახს დანაზოგი არ აქვს. ახალი კვლევის თანახმად, მხოლოდ 10% ახერხებს თანხის გადანახვას.

გამოკითხულთა 45% დანაზოგის გაკეთების საშუალება რომ ჰქონდეს, ფულს ბანკში შეინახავდა. 45% კი ფულის შესანახად უპირატესობას სახლს, მეგობრის სახლს ან მიწას ანიჭებს.

გამოკითხულთა 43% დანაზოგს ლარში შეინახავდა, 38% დოლარში, ხოლო 9% ევროში. 31%-ს დანაზოგის გაკეთება უძრავი ქონების შესაძენად სურს, ხოლო 27%-ს მისი ან მისი შვილების განათლებისთვის.

NDI-მ და CRRC–საქართველომ 2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარმოადგინეს. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი 1.7%-ია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]