weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ცხინვალში მეცხრამეტე საუკუნის შენობა დაანგრიეს

13:30 სამშაბათი, 17 სექტემბერი 2019

ცხინვალში მეცხრამეტე საუკუნის შენობა დაანგრიეს. ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს.

ცხინვალის ერთ-ერთ ულამაზეს შენობად მიჩნეულ შენობაში, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს იყო აშენებული, საბჭოთა კავშირის დრო მომხმარებელთა საოლქო კავშირი იყო განთავსებული. შენობის დანგრევამ დე ფაქტო რესპუბლიკაში სხვადასხვაგვარი რეაქცია გამოიწვია.

ყოფილი მომხმარებელთა კავშირის მიმდებარედ ცხოვრები მოსახლეობა მიიჩნევდა, რომ დაზიანებული შენობა საფრთხეს წარმოადგენდა და მის დანგრევას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა. დე ფაქტო კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის განყოფილება კი აღნიშნული შენობის საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარებას და მის შენარჩუნებას მოითოვდა, თუმცა, დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, საჭირო თანხები არ ჰქონდა. ყოფილი მომხმარებელთა საოლქო კავშირის შენობის გადარჩენას საზოგადოებაც მოითხოვდა, ამ მოთხოვნით აქციებიც კი გაიმართა.

რამდენიმე დღის წინ ერთი კედელი ჩამოინგრა და სრული დემონტაჟიც სავარაუდოდ, ამის შემდეგ გადაწყდა. ქალაქის დე ფაქტო მერიაში არ განმარტავენ, რა შენდება აღნიშნულ ადგილზე.

თუმცა, დე ფაქტო კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის ნელი ტებუევას ვარაუდით, რომელიც დემონტაჟის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, მოქალაქეებს გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ავტოფარეხების აშენების უფლება მისცეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]