weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გიგა ბოკერია და მამუკა მდინარაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

14:11 სამშაბათი, 17 სექტემბერი 2019

გიგა ბოკერია და მამუკა მდინარაძე ერთმანეთს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მწვავე კამათი დეპუტატებს შორის შოთა ხაბარელის მიერ დასმულ შეკითხვას - არის თუ არა ქართველი სპორტსმენების წარმატება მთავრობის დამსახურება - მოჰყვა, რომლითაც მან გიგა ბოკერიას მიმართა.

„მოკლე პასუხი მაქვს, არა. არც დღევანდელის, არც გუშინდელის, არც გუშინწინდელის. ქართველი სპორტსმენების წარმატებები არის მათი დამსახურება და ძალიან მადლიერი უნდა ვიყოთ მათი“.

გიგა ბოკერიას ამ განცხადებას „ქართული ოცნების“ დეპუტატის მამუკა მდინარაძის უკმაყოფილება მოჰყვა. მან დეპუტატს ტუტუცი უწოდა. რაზეც ბოკერიამ უპასუხა, რომ ტუტუცობა მდინარაძის და მისი გუნდის საქმეა [პარლამენტარები ერთმანეთს სიტყვიერად გამორთული მიკროფონის პირობებში დაუპირისპირდნენ, ამიტომ მათი საუბრის ძირითადი ნაწილი არ ისმის].

მამუკა მდინარაძემ გიგა ბოკერიას უთხრა, რომ „თითის ქნევით“ ნუ ესაუბრება, რაზეც „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა უპასუხა -„გიქნევ და ბევრჯერ დაგიქნევ, როდესაც უზრდელობ, თითს ქნევასაც მიიღებ და მშობლების მოხსენიებასაც ცუდად“.

პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც პლენარულ სხდომას უძღვებოდა კორექტულობისკენ ძირითადად გიგა ბოკერიას მოუწოდებდა.

„გუშინ სოფიო ქაცარავას დაემუქრეთ განადგურებით, დღეს ბატონ მდინარაძეს პერსონალურ შეურაცხყოფას აყენებთ ლამის“, - მიმართა ბოკერიას არჩილ თალაკვაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]