weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მასწავლებელს, რომელმაც ბავშვებს წითელი ყელსახვევი გაუკეთა, საყვედური გამოუცხადეს

18:36 სამშაბათი, 17 სექტემბერი 2019
ფოტო © აჭარის ტელევიზია ფოტო © აჭარის ტელევიზია

ქობულეთის მე-3 საჯარო სკოლის პირველი „გ“ კლასის მოსწავლეებისთვის წითელი ყელსახვევების გაკეთებაზე სკოლის დისციპლინურმა საბჭომ იმსჯელა და კლასის დამრიგებელს, ქეთევან ვეკუას სასტიკი საყვედური გამოუცხადა.

როგორც „რეგინფოს“ სკოლის დირექტორმა, ნანა მენაბდემ განუცხადა, ხვალ, დღის მეორე ნახევარში, დისციპლინური საბჭოს მიმართვის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებას, რომლითაც, სასტიკი საყვედური ძალაში შესულად ჩაითვლება.

დირექტორის ინფორმაციით, ქეთევან ვეკუა სტრესულ მდგომარეობაშია, რის გამოც დროებით შეუჩერდება კლასის დამრიგებლის უფლებამოსილება.

გუშინ, 16 სექტემბერს, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული საზეიმო მიღების დროს, პირველკლასელებს საბჭოთა სიმბოლო - წითელი და ასევე ლურჯი ყელსახვევები გაუკეთეს. წეთევან ვეკუამ განაცხადა, რომ ბორდოსფერი და ლურჯი ყელსახვევების შეკერვის იდეა მას მოუვიდა, რაც სკოლის დირექციასთან არ შეუთანხმებია. წითელ ყელსახვევებს, რომელიც საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის სიმბოლოდ მიიჩნევა, საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]