weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსთავის საავადმყოფოში 18 წლის გოგო გარდაიცვალა

10:15 ოთხშაბათი, 18 სექტემბერი 2019

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 18 წლის გოგო გარდაიცვალა. „ინფო რუსთავთან“ გარდაცვლილის ახლობლებმა განაცხადეს, რომ ახალგაზრდა ქალს ცხვირის ძგიდის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, თუმცა ოპერაციის დაწყებამდე, ნარკოზში გარდაიცვალა. ისინი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ.

გარაცვლილის ახლობლების განცხადებით, საავადმყოფოში მისვლის დროს პაციენტს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გართულებები არ ჰქონია.

„ექიმმა სინჯი აუღო, რასაც 40 წუთი ველოდეთ. მერე შეიყვანეს და დაახლოებით 10 წუთში ყველა ექიმი ერთად შევარდა. ჩვენ დაახლოებით ერთი საათის შემდეგ გვაცნობეს, რომ ცუდად იყო. რაც მოხდა, ეს არის შედეგი“, – განაცხადა გარდაცვლილის ერთ-ერთმა ახლობელმა.

საავადმყოფოში ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]