weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

წულუკიანის თქმით, პრეზიდენტმა შეიწყალა პირი, რომელიც პატიმარი არ არის და ძებნილია

10:49 ოთხშაბათი, 18 სექტემბერი 2019

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, შეწყალების აქტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციას არავითარი კომუნიკაცია იუსტიციის სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და სხვა შესაბამის უწყებასთან არ ჰქონია.

როგორც წულუკიანმა პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა პირი, რომელიც პატიმარი არ იყო.

„როდესაც ეს აქტი ვიხილეთ, ვნახეთ, რომ საუბარი იყო 24 შეწყალებულ პირზე. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მათგანი პატიმარი არ იყო და იყო 2009-2010 წლებიდან ძებნილი. დანარჩენი 23 პატიმარიდან სამი იყო მკვლელობის მუხლით.

დანარჩენი სხვადასხვა მუხლები გახლდათ – ნარკოტიკული დანაშაული, ძარცვა, ყაჩაღობა და სხვა ამგვარი ტიპის ქმედებები. ასევე, შეწყალებული იქნენ პრობაციონერები. მათთან დაკავშირებით რაიმე კითხვები არ გაჩენილა საბედნიეროდ და შეწყალების ეს აქტი შევიდა პრობაციის სააგენტოში ასევე მარიამობის წინა დღეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრი ამბობს, პრეზიდენტის მიერ შეწყალებული სამი პირი დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. მისივე თქმით, მესამე შეწყალებული სავარაუდოდ ზურაბ ნადირაძეა.

„მესამე ალბათ ეს არის. არ ვიცი გვარები ზეპირად. ოთხმეზურის საქმე ვიცი კარგად და ამიტომ შემიძლია, დავადასტურო, რომ მისი მკვლელი არის შეწყალებული. ჩვენდა სამწუხაროდ, ასევე პოლიციელის მკვლელობაზე მსჯავრდებული დევაძეა. მესამე მსჯავრდებულის გვარი არ მახსოვს, მაგრამ სამი პირი იყო 109-ე მუხლით ვინც იხდიდა სასჯელს და შეწყალებულია მარიამობის დღესასწაულზე“, – განაცხადა წულუკიანმა.

28 აგვისტოს სალომე ზურაბიშვილმა 35 პირი შეიწყალა, რომელთა შორის იყვნენ 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული და 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. 17 სექტემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ზურაბიშვილმა მკვლელობაში მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი – ზურაბ ნადირაძე შეიწყალა.

საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების კომისია მიმდინარე წლის დასაწყისში გააუქმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]