როსტომ სესიაშვილმა აღსაზრდელებს, მშობლებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და ბავშვის განვითარებისთვის ბაღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„უდიდესია ბაღის როლი სკოლამდელი ასაკის ბავშვების განვითარებაში. სწორედ, ბაღში ეგუება ბავშვი იმ სოციალურ გარემოს, რომელიც შემდგომ მის პიროვნულ განვითარებას განსაზღვრავს. ვცდილობთ, ჩვენს მუნიციპალიტეტში ყველა საჭირო პირობა, ყველანაირი კომფორტი იყოს შექმნილი ბავშვის პიროვნული ჩამოყალიბებისთვის“, – განაცხადა როსტომ სესიაშვილმა.
[R] ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია