weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ცხინვალის რეჟიმი ე.წ. საზღვარზე ბოლო გადასასვლელს 4 დღით კეტავს

11:23 ოთხშაბათი, 18 სექტემბერი 2019

ცხინვალის რეჟიმი ე.წ. საზღვარზე პერევის გადასასვლელს ოთხი დღით კეტავს. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება.

პერევის ე.წ. გამშვები პუნქტი 18 სექტემბრის 20:00 საათიდან 22 სექტემბრის 06:00 საათამდე ჩაიკეტება. დე ფაქტო კომიტეტის განმარტებით, შეზღუდვა 20 სექტემბერს, ე.წ. რესპუბლიკის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებს უკავშირდება.

პერევის გადასასვლელის ჩაკეტვის შედეგად სრულად შეწყდება გადაადგილება საოკუპაციო ხაზზე.

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ 4 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია ოკუპირებულ სოფელ სინაგურთან, რომელსაც საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი პერევი ესაზღვრება,  ქართული პოლიციის ახალი პოსტის განთავსების შესახებ. საქართველოს სახელმწიფო  უსაფრთხოების სამსახურმა კი განაცხადა, რომ საუბარი ეხებოდა პოლიციის უკვე არსებული საგუშაგოს რამდენიმე ასეული მეტრით გადატანას და აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული იყო  IPRM-ის (ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი) ყველა მონაწილე. 

რამდენიმე დღეში, კერძოდ, 9 სექტემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარზე - „რაზდახანის“ (ახალგორის მიმართულება) და „სინაგურის“ (ზნაურის მიმართულება) ე.წ. გამშვებ პუნქტებზე გადაადგილება გაურკვეველი ვადით სრულად ჩაკეტა. აკრძალვის მიზეზად დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა „ოფიციალური თბილისის მიერ სახელმწიფო საზღვრის რიგ მონაკვეთებზე ვითარების დაძაბვა“, მიზნად კი სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაასახელა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]