დავით ნარმანია პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა. როგორც სემეკ-ში აცხადებენ, მათ შორის შეხვედრა გუშინ შედგა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
პარლამენტი სემეკ-ის თავმჯდომარეს 6 წლის ვადით აირჩევს. კომისიის თავმჯდომარეს, ირინა მილორავას უფლებამოსილების ვადა 16 სექტემბერს ამოეწურა.
დავით ნარმანია 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ოქტომბრამდე თბილისის მერი იყო. 2017 წლის 22 დეკემბრს ის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად დაინიშნა.