weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

თამარ მეარაყიშვილი ცხინვალში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდა

13:21 ოთხშაბათი, 18 სექტემბერი 2019

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ცხინვალში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანამთავმჯდომარეებს შეხვდა. ამის შესახებ „რეგინფოს“ მეარაყიშვილმა აცნობა.

„ჩემი მიზანი იყო, რომ თანათავმჯდომრეებისთვის ხმა მიმეწვდინა და გადამეცა აუცილებელი ინფორმაცია. გუშინ ცხინვალში შევხვდი მათ და გავაცანი დეტალური ინფორმაცია ჩემი უკანონო დევნის, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის, პროკურორ დავით გურწიევის მხრიდან ჩემს მიმართ მუქარის, მთლიანად ამ უკანონო და უსაფუძვლო საქმის შესახებ. თანათავმჯდომარეებმა და დელეგაციის წევრებმა, რომლებიც ცხინვალში იმყოფებოდნენ, მომცეს პირობა, რომ თვალს მიადევნებენ ჩემი საქმის განვითარებას“, – განაცხადა თამარ მეარაყიშვილმა. 

თამარ მეარაყიშვილმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის მოთხოვნით, ცხინვალში მათ ვიზიტამდე 5 დღით ადრე - 12 სექტემბერს შიმშილობა გამოაცხადა.

ორ წელზე მეტია, რაც მეარაყიშვილს ოკუპირებული ტერიტორიის დატოვება არ შეუძლია. ის 2017 წლის 16 აგვისტოს, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მილიციამ დააკავა და დოკუმენტები ჩამოართვა. ე.წ. პროკურატურა მას რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება - საქართველოს მოქალაქეობის ქონის პარალელურად სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონოდ მიღებას, ყალბი დოკუმენტის გამოყენებას და პარტია „ერთიანი ოსეთის“ მიმართ ცილისწამებას. მიმდინარე წლის ივლისში ახალგორის (ლენინგორის) რაიონულმა სასამართლომ მეარაყიშვილს ყველა ბრალდება მოუხსნა, რაც პროკურატურამ გაასაჩივრა.

თამარ მეარაყიშვილმა არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობასთან დაკავშირებით. საქართველოს სახალხო დამცველმა სამოქალაქო აქტივისტის წინააღმდეგ მიმართული პროცესი დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მისი გაჩუმებისა და მშობლიური ქალაქის დატოვების იძულების მცდელობად შეაფასა. 2018 წლის აპრილში ნინო ლომჯარიამ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, მაქსიმალური ყურადღება გამოეჩინა მეარაყიშვილის მიმართ, მისი და მისი ოჯახის უფლებრივი და სოციალური მდგომარეობის შემსუბუქების თვალსაზრისით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]