მოძრაობა „ლელოში“ იქნებიან:
ლანა გალდავა – იურისტი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი;
ლევან ბოძაშვილი – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, უსაფრთხოების ექსპერტი და კონსტიტუციონალისტი;
თეონა დოლენჯაშვილი – მწერალი და ჟურნალისტი;
კახა კოჟორიძე – იურისტი, პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების მიმართულებით;
დეა მეტრეველი – ფილოლოგი, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ყოფილი ხელმძღვანელი;
გია გუგუშვილი – მხატვარი, სამხატვრო აკადემიის რექტორი;
საბა ბუაძე – იურისტი;
გიგლა მიქაუტაძე – ეკონომისტი და მკვლევარი, „გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ აღმასრულებელი დირექტორი;
ქეთი ენუქიძე – ორგანიზაციის „შეაჩერე კორუფცია“ ერთ-ერთი დამფუძნებელი;
ელენე მელიქიშვილი – პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერებათა დოქტორი;
გია მორდეხაშვილი – ბიზნესმენი;
დავით გელაშვილი – ეკონომისტი.
მამუკა ხაზარაძემ 12 სექტემბერს, ანაკლიაში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ დააფუძნა. როგორც მან განაცხადა, მოძრაობაში ჰორიზონტალური მმართველობა იქნება და მისი განვითარება ერთი ადამიანის გადაწყვეტილებებზე არ იქნება დამოკიდებული.