weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ 12 წევრი წარადგინა

14:06 ოთხშაბათი, 18 სექტემბერი 2019

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ 12 წევრი წარადგინა. როგორც ხაზარაძემ განაცხადა, ეს პროცესი არანაირ კავშირში არ არის პოლიტიკურ პარტიასთან, რადგან პარტია ცალკე დაფუძნდება.

მოძრაობა „ლელოში“ იქნებიან:

ლანა გალდავა – იურისტი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი;

ლევან ბოძაშვილი – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, უსაფრთხოების ექსპერტი და კონსტიტუციონალისტი;

თეონა დოლენჯაშვილი – მწერალი და ჟურნალისტი;

კახა კოჟორიძე – იურისტი, პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების მიმართულებით;

დეა მეტრეველი – ფილოლოგი, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ყოფილი ხელმძღვანელი;

გია გუგუშვილი – მხატვარი, სამხატვრო აკადემიის რექტორი;

საბა ბუაძე – იურისტი;

გიგლა მიქაუტაძე – ეკონომისტი და მკვლევარი, „გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ აღმასრულებელი დირექტორი;

ქეთი ენუქიძე – ორგანიზაციის „შეაჩერე კორუფცია“ ერთ-ერთი დამფუძნებელი;

ელენე მელიქიშვილი – პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერებათა დოქტორი;

გია მორდეხაშვილი – ბიზნესმენი;

დავით გელაშვილი – ეკონომისტი.

მამუკა ხაზარაძემ 12 სექტემბერს, ანაკლიაში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ დააფუძნა. როგორც მან განაცხადა, მოძრაობაში ჰორიზონტალური მმართველობა იქნება და მისი განვითარება ერთი ადამიანის გადაწყვეტილებებზე არ იქნება დამოკიდებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]