როგორც თვითმხილველები „სამხრეთის კარიბჭესთან“ ყვებიან, დაპირისპირება ურთიერთშელაპარაკების შემდეგ მოხდა.
„რაღაცა ხურდებზე დაიწყეს ჩხუბი, რა ვერ გაიყეს, ვერ გავიგე. ჯერ ამ კაცის ცოლი და ეს ქალი ჩხუბობდნენ. ამას, მე მგონი, იმ ქალისთვის დაურტყამს კიდეც. მერე კაცი ადგა და ცემა დაუწყო, სულ სახეში და თავში ურტყამდა და გაიქცა“,– ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.