შემოწირულობა ორგანიზაციებს - „გლობალ ჰილინგს“ და „ჯო ენის სამედიცინო ინსტიტუტს“ გადაეცემა.
„ბავშვები ავად არ უნდა ხდებოდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგჯერ ასეც ხდება. იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს ჰქონდეს უმაღლესი დონის ცენტრი სიმსივნის სრულყოფილი მკურნალობისთვის, ამერიკის მთავრობამ „გლობალ ჰილინგსა“ და „ჯო ენის სამედიცინო ცენტრს“ $700 000 დოლარი გადასცა, რაც თბილისში ახალი პედიატრიული ჰემატოლოგიურ-ონკოლოგიური ცენტრის დაარსებას მოხმარდება“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
ახალი პედიატრიული ჰემატოლოგიურ-ონკოლოგიური ცენტრის მშენებლობის დაწყების ვადები და ადგილმდებარეობა ჯერჯერობით უცნობია.