გამნაღმველებმა ჭურვი ბაზრიდან დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით თხრილში ააფეთქეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჭურვი სავარაუდოდ სასწავლო დანიშნულების იყო. მათივე ცნობით, ექსპერტიზა დაადგენს თუ ვის ეკუთვნოდა ის და როდის არის დამზადებული.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებასა და დამზადებას გულისხმობს.