weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

ქუთაისში ქიმიური ექსპერიმენტის დროს კოლბა აფეთქდა და მოსწავლეები დაშავდნენ

17:16 ხუთშაბათი, 19 სექტემბერი 2019

ქუთაისის ცენტრალურ პარკში მიმდინარე სამეცნიერო პიკნიკზე მოწყობილ ქიმიურ ლაბორატორიაში მოსწავლეებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რა დროსაც კოლბა აუფეთქდათ. ინცდენტის შედეგად ხუთმა მოსწავლემ სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო. მათ სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.

როგორც ადგილობრივ გამოცემა „ქუთაისი პოსტს“ N33 სკოლის მასწავლებელმა უთხრა, ცდები წინასწარ ჰქონდათ ჩატარებული, ამიტომ ასეთ შემთხვევას არ ელოდნენ. მასწავლებლის თქმით, სავარაუდოდ, კოლბა ტრანსპორტირების დროს დაზიანდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სამეცნიერო პიკნიკი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ქუთაისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიება „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2019“-ის ფარგლებში ჩატარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]