ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაგისტრალზე მიმავალი ტრაილერი გზისპირა ზოლში გაჩერებულ საპატრულო პოლიციის ავტომობილს დაეჯახა. შედეგად საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი დაშავდა. როგორც „რეგინფოს“ შსს-ში უთხრეს, მეორე დაშავებული პოლიციელი გორში რჩება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობას, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.