weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თუ მეტ განმარტებას ვერ მივიღებთ, გამოძიების დაწყება ლოგიკური იქნება – ლომჯარია შეწყალებაზე

23:39 ხუთშაბათი, 19 სექტემბერი 2019

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პრეზიდენტის მიერ მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირების შეწყალებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საზოგადოებამ ამ დრომდე ვერ მიიღო განმარტება, რის საფუძველზე, ვისი რჩევით თუ რეკომენდაცით მიიღო სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების გადაწყვეტილება.

ლომჯარიას განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ როდესაც ადგილი აქვს სიცოცხლის მოსპობას, სახელმწიფოს ვალდებულებაა, დამნაშავის მიმართ ადეკვატური სანქცია გამოიყენოს, ხოლო თუ დამნაშავის მიმართ სასჯელი არის არაგონივრულად ლმობიერი, ამ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ დარღვეულია სიცოცხლის უფლება.

„შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ სამ შემთხვევაში შეწყალებულია მსჯავრდებული ისეთ მძიმე დანაშაულში, როგორიცაა სიცოცხლის მოსპობა და ამასთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს არგუმენტები, თუ რატომ მოხდა შეწყალება, არ გვაქვს ინფორმაცია, რა პროცესი გაიარა ამ ყველაფერმა, სანამ პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება. ეს აჩენს ძალიან ბევრ კითხვას.

ვფიქრობ, პრეზიდენტმა ამ საკითხებზე უფრო მეტი განმარტება აუცილებლად უნდა გააკეთოს. ჩვენ ამ დრომდე ვერ მივიღეთ განმარტება, რის საფუძველზე, ვისი რჩევით თუ რეკომენდაცით მიიღო პრეზიდენტმა გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ არსებული გარემოებები არის შესასწავლი, ასევე, ვთვლი, რომ ლოგიკური იქნება თუ დაიწყება გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს შეიძლება იყოს როგორც უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების, თუ სავარაუდო კორუფციის თაობაზე. თუმცა თვითონ ფაქტის თაობაზე თუ ჩვენ ვერ მივიღებთ პასუხებს, რატომ მიიღო პრეზიდენტმა, ეს გადაწყვეტილება და განმარტება არ იქნება დეტალურად წარმოდგენილი, ვფიქრობ, გამოძიება უნდა დაიტერესდეს, რა მოხდა რეალურად“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, სალომე ზურაბიშვილმა 34 პირი შეიწყალა, რომელთა შორის იყვნენ 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული და 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. 17 სექტემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ზურაბიშვილმა მკვლელობაში მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი – ზურაბ ნადირაძე შეიწყალა, რომლის საქართველოში ექსტრადიციას 23 წელი ითხოვდნენ.

18 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა თქვა, რომ შეწყალება ვინმეს გამართლებას არ ნიშნავს. მისივე განცხადებით, ამ გადაწყვეტილებებზე თავად არის პასუხისმგებელი. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, შეწყალების წესები დასახვეწია, ამ პროცესის დასრულებამდე მსჯავრდებულებს აღარ შეიწყალებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]