დაახლოებით 12 ლიტრი წმინდა წყალი ვერტმფრენიდან პიცუნდას, ილორის, ბედიის, მოქვის, ლიხნის, სოხუმის, ახალი ათონის და კამანის ტაძრების თავზე გადმოასხეს.
„როდესაც ასეთი დაბნეულობა და დაპირისპირებაა შიგნით, ყველა ტაძარში ვლოცულობთ ერთიანობისთვის. დღეს იყო შესაძლებლობა, რომ ვერტმფრენში ჩავმჯდარიყავით, ზეცაში ავსულიყავით და გველოცა, სახარება წაგვეკითხა“, – განაცხადა ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველმა, ბესარიონ აპლიამ.
ნაკურთხი წყლის გარდა, მღვდელმსახურებს ჰაერში ღვთისმშობლის ხატი, ეკლის გვირგვინი და იერუსალიმიდან ჩატანილი ჯვარიც ჰქონდათ.