გარდაცვლილი სოფელ ჭიკაანიდან იყო და ტბაზე ახლობლებთან ერთად ისვენებდა.
ილიას ტბის კომპლექსის ხელმძღვანელის, მალხაზ ხაბარაშვილის თქმით, ადგილობრივი მაშველები გარდაცვლილის ცხედარს 20 წუთის განმავლობაში ეძებდნენ. იმ ადგილას, სადაც ის დაიხრჩო წყლის სიღრმე ოთხ მეტრამდეა.
მალხაზ ხაბარაშვილის ინფორმაციით, ყვარლის ტბაზე დილის 12 საათიდან საღამოს 10 საათამდე ოთხი მაშველი მუშაობს. ადამიანის დახრჩობის ფაქტი ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა.