weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თსუ-მ რექტორის ინიციატივით მისივე წიგნები 23 829 ლარად შეიძინა

13:32 შაბათი, 21 სექტემბერი 2019
ფოტოზე ვლადიმერ (ლადო) პაპავა ფოტოზე ვლადიმერ (ლადო) პაპავა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2014 წელს იმჟამინდელი რექტორისგან, ვლადიმერ პაპავასგან მისივე ავტორობით გამოცემული წიგნები შეიძინა, რაშიც 23 829 ლარი გადაიხადა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში ნათქვამია, რომ შესყიდვა პაპავას ინიციატივით მოხდა და თანხა მის პირად ანგარიშზე ჩაირიცხა.

ანგარიშის თანახმად, თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებებით, თსუ-ის რექტორს საქვეანგარიშოდ გამოეყო ჯამურად 13 538.32 აშშ დოლარის ეკვივალენტი 23 829.13 ლარი, მისი ავტორობით აშშ-ში გამოცემული წიგნების კომპანია Nova Science Publishers-გან შესაძენად. წიგნების შეძენის მიზანს წარმოადგენდა თსუ-ის სახელით მათი გავრცელება, სასაჩუქრედ და თსუ-ის ბიბლიოთეკაში განთავსება.

„წიგნების შეძენა განხორციელდა რექტორის ინიციატივით, რომელიც ამ ინიციატივის თაობაზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელისადმი წერილობით მიმართვებში მიუთითებს, რომ თუ წიგნები შეძენილი იქნება უშუალოდ ავტორის მიერ, შესაძლებელია ფასდაკლება და აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიაჩნდა, რომ წიგნები შეძენილი ყოფილიყო პირადად მის მიერ“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, თსუ-მ შესყიდვები კანონმდებლობის დარღვევით განახორციელა.

„შესყიდვების განხორციელების პროცესში მიმწოდებელი იყო ფიზიკური პირი (რექტორი) და არა კომპანია Nova science publishers (ამ კომპანიასთან თსუ-ს სამართლებრივი ურთიერთობა არ გააჩნდა). ამასთანავე, შესყიდვა განხორციელდა ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადების გარეშე, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას.

შესყიდვების განხორციელებისას წარმოიშვა კანონმდებლობით განსაზღვრული ინტერესთა კონფლიქტი, რადგან მიმწოდებელი ამავდროულად წარმოადგენდა შემსყიდველს (თსუ-სრექტორს) და მოცემული შესყიდვის ინიციატორს.

ამასთანავე, შესყიდვაზე პასუხისმგებელ ფიზიკურ პირს (თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი) და მიმწოდებელს (რექტორს) შორის არსებობდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრული ურთიერთობები (როგორც ურთიერთდამოკიდებული პირები). შესაბამისად, უნდა შეწყვეტილიყო მონაწილეობა შესყიდვის განხორციელებაში.

თსუ-ის რექტორმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე მიწერილი ზემოაღნიშნული წერილებით მოახდინა ზეგავლენა, რითაც დაარღვია კანონმდებლობის მოთხოვნა, რომლის მიხედვით, დაუშვებელია პრეტენდენტმა ან მიმწოდებელმა სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ პირზე პირდაპირ ან არაპირდაპირ მოახდინოს ზეგავლენა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების მიზნით“, – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი 2013 წლის აგვისტოდან 2016 წლის აპრილამდე იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]