weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნარკორეალიზაციის ბრალდებით ბათუმში თურქეთის მოქალაქე დააკავეს

14:54 შაბათი, 21 სექტემბერი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკორეალიზაციის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული ე.ი. დააკავეს.

„სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, დაკავებულისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა განახორციელეს. პოლიციამ ბრალდებულის მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“ და მისი გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა - ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, სამართალდამცველების მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების 2 აბი“, – აცხადებს შს სამინისტრო.

საქმეზე გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]