გარემოს ეროვნული სააგნეტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ მთელ საქართველოში არამდგრადი ამინდი და ტემპერატურის კლებაა პროგნოზირებული. მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა. 22 სექტემბერს ღამის საათებში მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია თოვლჭყაპი.
როგორც სინოპტიკოსები აცხადებენ, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.