weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

საოკუპაციო ხაზთან სამოქალაქო პატრულირება დაიწყო

13:03 სამშაბათი, 25 ივლისი 2017
საოკუპაციო ხაზთან სამოქალაქო პატრულირება დაიწყო ფოტო © Qartli.ge

შიდა ქართლში, სოფელ ყარაფილადან ბერშუეთამდე სამოქალაქო აქტივისტებმა 24-საათიანი პატრულირება დაიწყეს. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ პატრულირებას სამი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფები მორიგეობით განახორციელებენ და ოკუპანტების ქმედებებს გააკონტროლებენ.

„საოკუპაციო ხაზზე ისე მიმდინარეობს ცვლილებები - ხნულების გაკეთება, ბანერების გადმოწევა, მავთულხლართის გაბმა, ხალხის გატაცება, სოფლის აწიოკება, რომ ამას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც კი სრულფასოვნად არ აფიქსირებს. ჩვენ ვიწყებთ ამ შემთხვევების დაფიქსირებას და მედიის დროულად ინფორმირებას. ასევე, ამ ფაქტებზე პასუხისმგებელი პირების შეწუხებას,“ - უთხრა Qartli.ge-ს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თეა თაბაგარმა.

რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ყარაფილაში, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის სიახლოვეს ხნულები გაავლეს. მანამდე კი საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს სოფელ ბერშუეთში. ამავე სოფელში რუსმა სამხედროებმა ორი დღის წინ, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, საქართველოს ორი მოქალაქე - ზაზა ბერიანიძე და ლევან ტურაშვილი დააკავეს. ისინი ამ დრომდე ცხინვალის ციხეში იმყოფებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]