weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბაგრამის ბაზაზე მოედანს დაღუპული სამხედროს, ვასილ ყულჯანიშვილის სახელი მიენიჭა

13:11 კვირა, 22 სექტემბერი 2019

საქართველოს თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის ინიციატივით, ბაგრამის საავიაციო ბაზის ერთ-ერთ მოედანს გარდაცვლილი ქართველი სამხედრო მოსამსახურის, პირველი კლასის რიგითის, ვასილ ყულჯანიშვილის სახელი მიენიჭა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვასილ ყულჯანიშვილი ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მსახურობდა. დღეს მისი გარდაცვალებიდან ოთხი წელი გავიდა.

„ვასილ ყულჯანიშვილის ხსოვნის პატივსაცემად კოალიციურ ბაზაზე მარათონი გაიმართა. 43-ე ბატალიონის პირად შემადგენლობასთან ერთად გარბენში მონაწილეობა ჩეხმა, ამერიკელმა, პოლონელმა და ბოსნიელმა სამხედროებმა მიიღეს. მარათონში გამარჯვებული სამხედროები ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ბრაიან ვოლფორდმა (Brian Wolford) ფასიანი საჩუქრებით და საპატიო სიგელით დააჯილდოვა.

43-ე ბატალიონის კაპელანმა, მამა მიქაელ კირკიტაძემ ვასილ ყულჯანიშვილისა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაღუპული ქართველი მებრძოლების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე არსებულ წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ქართულ მართლმადიდებულ ეკლესიაში აღავლინა“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი საქართველოს თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონში 2013 წლიდან მსახურობდა. ვასილ ყულჯანიშვილი 2015 წლის 22 სექტემბერს, ავღანეთში, სამოქმედო არეალში პატრულირებისას მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად გმირულად დაიღუპა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]