weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ქვეყნის სიყვარულის გამო ერთმანეთის ბევრი რამ უნდა დავივიწყოთ – მეუფე იაკობი

17:26 კვირა, 22 სექტემბერი 2019

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ბოდბის მონასტრის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში ქადაგებისას მიტევების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიტევების გარეშე საქართველო ვერ გადარჩება.

„ადამიანი თუ ვერ ხვდება, რომ ბოდიში უნდა მოიხადოს, შენდობა უნდა ითხოვოს, ვინც გონიერია მან შეუნდოს და მერე ეს მაგალითი ყველას აჩვენებს თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, იმიტომ, რომ თუ ასე გავაგრძელეთ, ქვეყანას დავღუპავთ და გადავჩეხავთ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისივე თქმით, მესია არავინაა და მესიად არ გამოდგება არცერთი ეპისკოპოსი და პარტია.

„მესია არავინ არაა ჩვენში, მესია ერთი გვყვავს და ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტეა და ვერც ერთი კაცი, ვერც ერთი პარტია, ვერც ჩვენ, თითოეული ჩვენთაგანი, ეპისკოპოსები ვიქნებით თუ ვინ ვიქნებით, მესიებად არ გამოვდგებით, არც ვართ და ამიტომ ერთმანეთის მიტევება უნდა ვისწავლოთ.

საქართველოს სიყვარულის გამო ერთმანეთის ბევრი რამ უნდა დავივიწყოთ და ავაშენოთ ის ქვეყანა, რაც ასე სანატრელია თითოეული ქართველისთვის.

რა უნდა ვუთხრათ წინაპრებს? ვინ ვართ და რას ვაკეთებთ? ჟორდანიას რჯულს უნდა დავემსგავსოთ? ხომ ვნახეთ, როცა ათეისტი იყო ჟორდანია, რა დაემართა საქართველოს?! ეკლესიას ებრძოდა, გაზიდა ყველაფერი ეკლესიიდან, რა სიტყვებს ეუბნებოდა კათალიკოსს თუ სხვას და დღეს კიდევ გამოჩნდებიან ადამიანები და მასზე რაღაც კარგს ამბობენ. ასეთი ადამიანები რომ იყვნენ, იმიტომ დაიღუპა საქართველო და ახლაც ყველას მოვუწოდებ, რომ მესიობას თავი დავანებოთ, ერთმანეთის შეცდომები ცოტა ხანი არ გავახსენოთ ერთმანეთს და როდესაც მოვძლიერდებით და ძლიერი საქართველო იქნება, ვინმეს სურვილი თუ ექნება, „ვისაც ხორცის ჭამა უნდა მოვიდნენ და დაგვგლიჯონ იმ გალესილი კბილებით“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობი, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის ერთ-ერთი ქორეპისკოპოსია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარიას დანიშვნას ეწინააღმდეგებოდა. ის საჯარო გამოსვლებში გახარიას „მოსკოვის კაცად“ და თანამდებობაზე „პუტინის მოთხოვნით“ დანიშნულად მოიხსენიებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]