ასევე დაჭრილია ყოფილი ქმარი, რომელმაც სავარაუდოდ თვითდაზიანება მიიყენა და სუიციდი სცადა. ამ დროისთვის ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა – 109-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.