weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

14 წლის ბიჭმა სიღნაღში მდებარე სათნოების სახლისთვის ჰოლანდიაში 40 000 ევრო შეაგროვა

10:31 ოთხშაბათი, 25 სექტემბერი 2019

14 წლის გიორგი ვენკომ, რომელიც ამსტერდამის საკვირაო სკოლის მოსწავლე და ქართული ჯვართამაღლების ეკლესიის სტიქაროსანია, საქველმოქმედო კამპანია წამოიწყო და ჰოლანდიაში 40 ათასი ევრო შეაგროვა. ეს თანხმა მან სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბროწლიანში მდებარე შშმ პირთა სათნიების სახლს მოახმარა – წყალი გაუყვანა და სახურავი გამოუცვალა.

გიორგი ვენკოს ქველმოქმედების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა გაავრცელა. გიორგი ვენკო 40 ათას ლარს ორი წლის განმავლობაში აგროვებდა. მან საქველმოქმედო ფონდიც - „დავეხმაროთ საქართველოს“ შექმნა, რომელიც შშმ ბავშვების დახმარებაზეა ფოკუსირებული.

„გიორგი დედით ქართველია, მამით - ამერიკელი. ჰოლანდიაში ცხოვრობს. დედისგან სწორედ იქ გაიგო ბროწლიანის პრობლემაზე. მისი ორი წლით უმცროსი ძმა, ლევანიც ქველმოქმედია. ის წნორის მოხუცთა თავშესაფარს ეხმარება. ასაკს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა აქვს მოტივაციას, მიზანდასახულობას, ადამიანების სიყვარულს. დიდი მადლობა, გიორგი“, – წერს გოგა ჩანადირი.

ბროწლიანის სახლს ივლისში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტუმრობდა, რომელმაც გიორგი ვენკოს ქველმოქმედების შესახებ აღნიშნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქველმოქმედის დახმარება სათნოების სახლს საშუალებას მისცემს 26 ბენეფიციართან ერთად, კიდევ 20 ბენეფიციარს მოუაროს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]